ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პროექტი "პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა"
25/10/2010

პრესრელიზი

25 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ღვთისიაშვილი
+995 32 473555
+995 32 985265(ფაქსი)
+995 99 975886

www.gfsis.org
tk@gfsis.org

პროექტი "პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა"

[PUBLICITY.GE] თბილისი, 25 ოქტომბერი, 2010 - 2010 წლის 26 ოქტომბერს, 18:30-ზე საქართველოს სატრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართება პროექტის ”პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა” - მეორე სასწავლო წლის გამოშვებისადმი მიძღვნილი დახურვის საზეიმო ცერემონია და კურსდამთავრებულთა დაჯილდოება.

პროექტი ”პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა” ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაა, რომელსაც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი 2008-2010 წლებში საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა.

პროექტი, რომლის მიზანიცაა ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა, გულისხმობს 10 თვიან სასწავლო კურსებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის ისეთ საკითხებში, როგორიცაა პოლიტიკური სოციოლოგია, პოლიტიკური იდეოლოგიები და სისტემები, პოლიტიკური ანალიზი, ეროვნული უსაფრთხოება, საქართველოს ეკონომიკა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ევროკავშირი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიები და სხვა.

პროექტის პირველი ციკლი წარმატებით დაასრულა 11 პოლიტიკური პარტიის 26-მა წარმომადგენელმა.

პროექტის მეორე ციკლში კი მონაწილეობა 15 პოლიტიკური პარტიის 58-მა წარმომადგენელმა მიიღო.

პროექტის პრეზენტაციაზე მოწვეული არიან საქართველოს პოლიტიკური პარტიების, ასევე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები და წარმომადგენლები. ცერემონიაზე სიტყვით გამოვა ბრიტანეთის ელჩი, მისი აღმატებულება ჯუდით გოფი.

წაკითხულია: 3889

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში